Thursday, April 12, 2018

კინოს დაბადება

ბევრჯერ მიფიქრია რომ ამ ეპოქისთვის არ ვარ შექმნილი, 1890 წელს უნდა დავბადებულიყავი მაშინ როცა კინო დაიბადა. მერე რა რომ ვერ ვნახავდი მატარებლის შემოსვლას და ვერ ვიხალისებდი ხალხის რეაქციაზე, სიმბოლურია როცა კინოსთან ერთად იბადები, 18 წლის ასაკში ვნახავდი პირველ ჰორორ ფილმს და შოკირებული გამოვიდოდი კინოთეატრიდან,
 კიტონის დიდი თაყვანისმცემელი ვიქნებოდი  არასდროს ვამჯობინებდი ჩაპლინს როგორც ყველა.
 1915 წელს პირველ ფერად ფილმს ვნახავდი. ჰესტრომის ფილმებს შვედეთში ვნახავდი (თუ ოცნებაა ოცნება იყოს.)
 1921 წელს მეფორნეს ვნახავდი ვინ იცის იქნებ 13 წლის ბერგმანიც მენახა.
 1926 წელს კიტონის გენერალს ვნახავდი და ტირილამდე ვიცინებდი.
1927 წლის ახალ წელს გერმანიაში გავატარებდი და 10 იანვარს მეტროპოლის ვნახავდი შემდეგ კი ყოველი 10 იანვარი მეტროპოლისობა იქნებოდა.
 ამავე წელს ვნახავდი პირველ ოსკაროსან ფილმს, ყველაზე საყვარელ ლავ სთორის და ჰიჩკოკის პირველ ფილმს.
 მაშინ როცა ხმა გაჩნდებოდა მე მაინც გავაგრძელებდი უხმო ფილმების ყურებას არ ვნახავდი ჯაზის მომღერალს და ვნახავდი სიყვარულის ნექტარს.
 სიკვდილით კი სამოციანებში მოვკვდებოდი, მართალია ძალიან ბევრ თანამედროვე და კარგ ფილმს ვერ ვნახავდი მაგრამ მართლა იდეალური ცხოვრება მექნებოდა.
წყარო:
ფოტოები
https://en.wikipedia.org/wiki/Buster_Keaton_filmography
http://irmamamasaxlisi.blogspot.com/2011/07/blog-post.html


Thursday, March 29, 2018

ველოსიპედების გამტაცებელნი

იტალიელი რეჟისორის ვიტორიო დე სიკას 1948 წელს შექმნილი ოსკაროსანი ფილმი "ველოსიპედების გამტაცებლები" ნეორეალიზმის კლასიკაა. იტალიური ნეორეალიზმის როგორ კინო მიმდინარეობის მიზანი იყო დაუფარავად და მაქსიმალურად ზუსტად ეჩვენებინა ომის შემდგომი იტალიის ვითარება.
ბენიტო მუსოლინის მმართველობის პირობებში ეგრედწოდებული „თეთრი ტელეფონები“ ლიდერობდა, ის ძირითადად იაფფასიან ზედაპირულ კომედიებს მოიცავდა, მისი მთავარი სიმბოლო თეთრი ტელეფონი იყო რომელიც გლამურისა და ბურჟუაზიის სიმბოლოს წარმოადგენდა.
 ჟურნალ “სინემას“ ირგვლივ გაერთიანდნენ იტალიელი რეჟისორები, რათა წარმოეჩინათ, იტალიის ნამდვილი პრობლემები, ნეორეალიტა ჟგუფის სათავეში იდგნენ : მიქელანჯელო ანტონიონი, ლუკინო ვისკონტი, რობერტო როსელინი, ვიტორიო დე სიკა და სხვები.
 ჩვენ ვუყურებთ ისტორიებს, როლებმაც იტალიური კინო შეცვალა და ჩამოაყალიბა ჟანრი, რომელმაც არამარტო იტალიურ კინოში, არამედ იტალიაში მოახდინა დიდი რევოლუცია.
 სწორედ ასეთ ფილმთა რიცხვს განეკუთვნება “ველოსიპედების გამტაცებლები“ ვიტორიო დე სიკა ფილმის დაწყებისთანავე მაყურებელს მთავარ გმირს ანტონიოს აცნობს, ანტონიო ორი შვილის მამაა რომელიც მძიმე ფინანსურ მდგომარობაშია და შრომის ბირჟაზე სამსახურს ეძებს, ამ სცენაში კარგად ჩანს რომ მთავარი პერსონაჟის მდგომარეობაში უამრავი ადამიანი იმყოფება, ანტონიო იშოვის სამსახურს რომლისთვისაც აუცილებელია ველოსიპედის ქონა, იმისათვის რომ ანტონიომ ველოსიპედი ლომბარდიდან დაიხსნას მისი მეუღლე მარია თეთრეულის გაყიდვას გადაწყვეტს, ამ სცენაში მარიას ფონზე უამრავ ადამიანს ვხედავთ, აღსანიშნავია ისიც რომ როდესაც ანტონიო ველოსიპედის გამოსახსნელად მიდის მის უკან არავვინ არის, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დროინდელი იტალიური საზოგადოების მდგომარეობის სიმძიმეს.
 ამრიგად ანტონიო მზად არის მუშაობის დასაწყებად, მთელი ოჯახი ბედნიერია, მათ ექნებათ სტაბილური შემოსავალი რომლითაც თავის გატანას შეძლებენ,

 მაგრამ მას მუშაობის პირველსავე დღეს მოპარავენ ველოსიპედს, ამის შემდეგ ჩვენ ვვხდებით ანტონიოსადა მისი შვილის ბრუნოს მეგზურები, რომლებიც დაეძებენ უკიდურესად გაღარიბებული რომის ქუჩებში ქურდსა და ველოსიპედს.
 უნდა იღინიშნოს ისიც რომ აქ რომი გაჭირვებულების ქალაქია, იმ სასოწარკვეთილი ადამიანების რომლებიც თებში წვინიანის მოლოდინში ეკლესიებს ავსებენ.
 როგორც უკვე ავღნიშნეთ ფილმი 1948 წელს არის გადაღებული და იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ პრობლემებს ეხმიანება, მიუხედავად ამისა ის აქტუალობას არ კარგავს და დღესაც ჰყავს თავისი მაყურბელი, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის რომ ეკონომიკური სიდუხჭირე არც დღეს არის ჩვენთვის უცხო, გარდა ამისა ფილმში ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ადამიანთა მიუსაფრობა და უსუსურობა, მაგრამ ამავე დროს ნაჩვენებია სულიერი მთლიანობა, გამტანობა.
 ძალიან კარგი კუთხით არის გადმოცემული მამა შვილის ურთიერთობა, ბრუნო მხარში უდგას მამას და ყველანაირად ცდილოს დაეხმაროს მას ველოსიპედის პოვნაში, ის მზად არის გაუძლოს ყველანაირ დაბრკოლებას მამასთან ერთად, თუმცა მას არ შეუძლია მამის მხრიდან უხეშობის ატანა, როდესაც ანტონიო ხელს გაარტყამს ბრუნო ეუბნება მამინაცვალივოთ ოქცევიო, მისთვის წარმოუდგენელია რომ მამას შეუძლია მას გაარტყას, მიუხედავად იმისა რომ მან კარგად იცის რისი გადატანა უწევს ანტონიოს მთელი დღის განმავლობაში, ამას მოსდევს სცენა როდესაც ანტონიოს ჰგონია რომ ბრუნო წყალში იხრჩობა, მისი ემოციების აღწერა სიტყვებით ძალიან რთულია, აქ ჩანს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ძვირფასია მისთვის შვილი, აქვე ასაღნიშნავია მსახიობების ძალიან კარგი შესრულება, მიუხედავად იმისა რომ ისინი არ არიან პროფესიონალი მსახიობები, მათი შესრულება არ გვიტოვებს უკმაყოფილებლობის გრძნობას.
 მამა შვილის დამოკიდებულება ასევე ძალიან კარგად ჩანს როდესაც ანტონიო უკანსკნელ „თეთრებს“ ხარჯავს იმისათვის რომ მან და მისმა შვილმა კარგად ისადილონ, ის უკვეთავს ღვინოს და თავის შვილთან ერთად სვამს, აქ კარგად ჩანს რომ ამაყობს შვილით და მაინც ბედნიერია იმით რაც აქვს, ამავე სცენაში ასევე ნათლად არის წარმოჩენილი კონტრასტი, ანტონიოს და ბრუნოს გვერდით სადილობს საკმაოდ შეძლებული ოჯახი, ბრუნოს აშკარად გაკვირვებულია ის თვალს ვერ აშორებს მათ სუფრას, ალბათ შურს კიდეც მათი, ანტონიო კი ეუბნება შვილს ამგვარად რომ იკვებო ამისთვის მილიონებია საჭიროო, მისთვის ნორმალური კვებაც კი მილიონერობასთან ასოცირდება.
 მთელი ფილმის განმავლობაში, მაყურებელი გულშამატკივრობს ანტონიოს, ეს გრძნობა კულმინაციას მაშინ აღწევს როდესაც ის ქურდს იპოვის, მაგრამ როდესაც ანტონიო ქურდის ბინაში შევა, აღმოჩნდება რომ იქ არსებული მდგომარეობა არააფრითაა ანტონიოს მდგომარეობაზე უკეთესი, ჩვენ ვხვდებით რომ ქურდი სხვა არაავინაა თუ არა გარემოებების მხვერპლი, აქვე აღმოვაჩენთ იმასაც რომ ნაწარმოებს არ ჰყავს მკვეთრად გამოხატული ანტი გმირი.
 ანტონიო ხვდება რომ თავის ველოსიპედს ვეღარ დაიბრუნებს, ის ნებდება და სახლში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მორალური დილემის წინაშე დგება, საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე ფიქრის შემდეგ ის თავად გვევლინება ველოსიპედის გამტაცებლად, როდესაც ანტონიო ველოსიპედს იპარავს ჩვენ ვხვდებით თუ რაზეა წამსვლელი ადამიანი როდესაც სულიერად გატყდება, ჩვენ მთელი ფილმის განმავლობაში ანტონიო გვევლინებოდა მსხვეპლის როლში, ვგულშემატკივრობდით მას და ალბათ გვძულდა კიდეც ქურდი, ის ქურდი რომელმაც ანტონიოს ასეთი ნიშვნელოვანი ნივთი მოპარა, დიახ ველოსიპედი ანტონიოსთვის შეიძლება ითქვას სიკვდილ სიცოცხლის საკითხს წყვეტდა, იცოდე ეს ქურდმა როდესაც იპარავდა ?
 ალბათ იცოდა კიდეც, მან ხომ ველოსიპედი მუშაობის პროცესში მოიპარა, ანტონიომ ხომ ზუსტად იცის მისი მნიშვნელობა, მაგრამ ის მაინც იპარავს ველოსიპედს, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მაინც გვინდა რომ ანტონიო არ დაიჭირონ, გვინდა ხალხს თავი დააღწიოს და გაიქცეს, როდესაც ასე არ ხდება იმედგაცრუებულები ვართ, იმ მომენტში ვფიქრობთ რომ მას არაფერში უმართლებს, მხოლოდ მას შემდეგ როდესაც ამ ყველაფერს კარგად ვაანალიზებთ კიდევ ერთხელ ვრწუმნებით იმაში რომ ფილმს არ ჰყავს ანტი გმირი.
 ჩვენ ვიცით რატომ მოიპარა ანტონიომ ველოსიპედი, მაგრამ არ ვიცით რამ აიძულა ამის გაკეთება იმ ქურდს რომელმაც ანტონიოს მოპარა. მაშინ როდესაც ჩვენ იმედი გადავიწურეთ და ვიფიქრეთ რომ ანტონიოს არაფერში უმართლებს, ველოსიპედოს პატრონი პატიობს მას ამ მორალურ გადაცდომას, ჩვენც რაღა დაგვრჩენია პატიების მეტი? ჰქონდათ კი ველოსიპედების გამტაცებლებს არჩევანის თავისუფლება?
 ანტონიოს და ბრუნოს ცრემლები კი საბოლოოს გვიკლავს გულს, აქ სიტყვები ზედმეტია, ეს ცრემლები გამოხატავენ ყველაფერს. „ველოსიპედების გამტაცებლები“ არ არის ერთი ადამიანის ტრაგედია ეს მთელი სამყაროს ტრაგედიაა.


წყარო:
ფოტოები

მადარინები

ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" IMDB -ზე ტოპ 250 ფილმში მოხვდა